×
ზამთარი
ზაფხული
სამთო სათხილამურო სკოლა
სკი ტური
თოვლის ფეხსაცმლის ტური
ჩვენს შესახებ
skiclub

ერთდღიანი ზამთრის სალაშქრო ტური

86 | - 25% | 115

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

ერთად დავგეგმოთ თოვლის ფეხსაცმლის ტური ბაკურიანის გარშემო.
თოვლის-ფეხსაცმლის ტურზე თქვენ დატკბებით ყველაზე საოცარი თოვლიანი პეიზაჟების ხედით თოვლში მოგზაურობისას. გავივლით უნიკალურ ფიჭვნარს, უძველესი სოფლების ნანგრევებს შორის. ბერძნებით დასახლებულ სოფელში მოგზაურობისას რეგიონის საუკეთესო ყავას დააგემოვნებთ. მოგზაურობის დასასრულს მოვამზადებთ ვახშამს გრილზე. იქიდან კომფორტული მიკროავტობუსი სასტარტო წერტილამდე მიგვიყვანს.

ერთ დღიანი ტურის ღირებულება შეადგენს 85 ლარს

ფასში შედის:
მგზავრობა თბილისი - ბაკურიანი - თბილისი კომფორტული მინივენით.
თოვლში სასიარულო ეკიპირება (თოვლის ფეხსაცმელები, ჯოხები)
საზვავე უსაფრთხოება, (საჭიროების შემთხვევაში)
გიდის მომსახურება,
თქვენზე მორგებული მარშრუტის დიზაინი
უალკოჰოლო სასმელი და წასახემსებელი ტურის მიმდინარეობისას.

დღის პროგრამა:
7.00 გამგზავრება თბილისიდან
9.30 განთავსება ბაკურიანში (ბანაკის ტიპის სასტუმროში)
10.00 ლანჩის შემდეგ დავგეგმავთ ყველა მონაწილისთვის მისაღებ ზამთრის სალაშქრო მარშრუტს.
10.30 - 15.00 თოვლის ფეხსაცმლის ტური ციხისჯვარში და მიმდებარე ტყეებში
16.00 - დაბრუნება საბაზო ბანაკში
17.00 - გამომგზავრება თბილისში
20.00 - დაბრუნება თბილისში.

ფასში არ შედის: სადილი, ალკოჰოლური სასმელები.

მოსანახულებელი ადგილები:
ციხისჯვრის ისტორიული ციხე, კოდიანის ქედები, სოფელი ციხისჯვარი.
მთელი წლის სასიამოვნო ტემპერატურის, სუფთა ჰაერის, ხელშეუხებელი ბუნების და მინერალური წყლების კომბინაციამ ციხისჯვარი საუკუნეების მანძილზე პოპულარულ კლიმატურ კურორტად აქცია.
გავივლით უნიკალურ ფიჭვნარს და გადავალთ კოდიანის მთაზე, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი ძველ სოფლებზე.