×
ზამთარი
ზაფხული
სამთო სათხილამურო სკოლა
სკი ტური
თოვლის ფეხსაცმლის ტური
ჩვენს შესახებ
skiclub

ჩვენს შესახებ

სამთო-სათხილამურო სპორტსკოლა "მეექვსე" 2005 წლის სექტემბერში დაარსდა. 2005 წლის ნოემბერში   საქართველოს ზამთრის სახეობათა ფედერაციისგან მიიღო ლიცენზია, რომელიც მას სამთო-სათხილამურო სწავლების უფლებას ანიჭებს. სპორტსკოლას აქვს საბაზო ბანაკი ბაკურიანში სადაც ზამთრის და ზაფხულის სეზონებზე აწყობს შეკრებებს 8 -15 წლის ბავშვებისთვის. ბანაკს შეუძლია ერთ ნაკადზე 40 ბავშვის მიღება. 

სკოლას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური ინსტრუქტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხარისხიან და უსაფრთხო შეკრებების ორგანიზებას.

ამჟამად მთის კლუბი "სკინანე" სამთო-სათხილამურო  სწავლების გარდა ზაფხულის და ზამთრის სეზონებზე მსურველებს სთავაზობს, როგორც ოჯახურ ისე ინდივიდუალურ დასვენებას სპორტულ გამაჯანსაღებელი და კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამით.

 

მომხმარებლები იყოფიან სამ ჯგუფად:

საბაზისო - დამწყებებისთვის, რომლებიც პირველად დადგნენ თხილამურზე, სკოლასთან ახლოს სპეციალურად განკუთვნილ ფერდობზე დამონტაჟებულია ბიგელის ტიპის საბაგირო.

საშუალო დონის მოსრიალეები - რომლებსაც პირველი, საბაზისო  ეტაპი უკვე გავლილი აქვთ ნაწილდებიან ჯგუფებად მთაზე სხვადასხვა სირთულის ტრასებზე.

მოსრიალეები -  რომლებიც ფლობენ თხილამურს და სჭირდებათ ვარჯიში და სრიალის ტექნიკის დახვეწა.