×
ზამთარი
ზაფხული
სამთო სათხილამურო სკოლა
სკი ტური
თოვლის ფეხსაცმლის ტური
ჩვენს შესახებ
skiclub

ზაფხულის ბანაკი ბაკურიანში

850

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

8 - 15+ წლის ბავშვებს ვთავაზობთ საინტერესო სალაშქრო შემეცნებით-გასართობ პროგრამას: ექსკურსია, პიკნიკი, საველე ორიენტაციის მოკლე კურსი კომპასის გამოყენებით, მარშრუტის დაგეგმვა რუკებით, კოცონის დანთება და ჩაქრობა, გუნდური მოქმედება ..

https://forms.gle/mpAhgPnH39LVWUnW7
(შეკრებების კალენდარი და წინასწარი რეგისტრაციის ფორმა)

მოსანახულებელი ისტორიული ძეგლები/ადგილები:
იმერლების ქედი, ციხისჯვარი-თორი, დიდი და პატარა მიტარბი, ცხრაწყარო, ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი - ალპინარიუმი, ტიმოთესუბანი, ლიბანი, ტაბაწყური…

10 დღიანი შეკრების ღირებულებაა: 850 ლარი

ღირებულებაში შედის:
მგზავრობა (თბილისი - ბაკურიანი - თბილისი)
სასტუმროში განთავსება
სამჯერადი კვება
ექსკურსიები მიმდებარე ადგილებზე (ციხისჯვარი, კიმოთესუბანი, თორი, დიდი მიტარბი...)
მშობელი 80 ლარით ნაკლები
ერთი ოჯახიდან ორი ან მეტი ბავშვის წამოსვლის შემთხვევაში თითო ბავშვზე ფასდაკლება 40 ლარი.

შეკრების ადგილი სამაიას ბაღის მოპირდაპირე მხარეს (მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ველოსიპედის ძეგლის ქვემოთ)

ბავშვმა თან უნდა იქონიოს:
პირადი ნივთები 10 დღისთვის,
პატარა ზომის ზურგჩანთა,
მზის ქუდი,
მათარა (წყლის ბოთლი),
საწვიმარი,
მზისგან დამცავი კრემი,
თეთრეული,
ფანარი, კომპასი (სასურველია)

სასტუმრო მდებარეობს ბაკურიანში დიდველისკენ მიმავალ გზაზე ცენტრალური პარკის უკანა მხარეს აღმაშენებლის ქუჩა #100
I სართულზე განთავსებულია ჰოლი, სასადილო
II III IV სართულებზე - საძინებელი ოთახები (30მ²) სამი ორსართულიანი საწოლით (6 ადგილით) და სანკვანძით; თითო სართულზე 4 საძინებელი ოთახი, ყველა ოთახს აქვს აივანი.

ბრენდი
skiclub GE
ქვეყანა
საქართველო
პროდუქტის კოდი
1230821