×
ზამთარი
ზაფხული
სამთო სათხილამურო სკოლა
სკი ტური
თოვლის ფეხსაცმლის ტური
ჩვენს შესახებ
skiclub

ერთდღიანი ექსკურსია-ტური

35 | - 22% | 45

გაზიარება:

დეტალური აღწერა:

გაიარეთ წინასწარი რეგისტრაციის ფორმა ↕

სამთოსათხილამურო სპორტ-სკოლა "სკინანე" გთავაზობთ ერთდღიან შეკრებებს 8 - 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
გავივლით ყველაზე თვალწარმტაც მარშრუტს თბილისის მახლობლად.

შეკრების ადგილი სამაიას ბაღის მოპირდაპირე მხარეს (მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე).
მიკროავტობუსი მიგვიყვანს კუსტბის საბაგიროსთან.

მარშრუტი: კუსტბა > ბულბულების ჭალა > იაკობის წყარო > ნუშები >  დავეშვებით მთაწმინდის ახალი ბილიკებით ზემო ვაკის ქუჩაზე სადაც დაგვხვდება მიკროავტობუსი და მოგვიყვანს შეკრების ადგილზე სამაიას ბაღთან.

მარშრუტში ჩართული იქნება შემეცნებითი პროგრამა, სპორტული აქტივობები და პიკნიკი.

გავივლით ახლად დაგეგმარებული ბილიკების 3 კილომეტრიან მონაკვეთს თბილისის და წავკისის ხედებით.
აღმართი 1.8 კმ
დაღმართი 4.2 კმ
ლაშქრობის ხანგრძლივობა 6 საათი

ერთდღიანი შეკრების ღირებულება 35 ლარი
ფასში შედის: მიკროავტობუსით მგზავრობა, გიდის და ტრენერების მომსახურება, პიკნიკი.

აუცლილებელი წამოსაღები ნივთები:
პატარა ზურგჩანთა
წყალი
მზის ქუდი
სქულქარდი (საბაგიროსთვის)